ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კიდევ 5 პირის პასუხი პირველადი კვლევით დადებითია - ნინო ნიჟარაძე

11 აპრილი 2020, 11:18 3333 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით ე.წ ქობულეთის კლასტერიდან გუშინ კიდევ 44 პაციენტი გაიტესტა, რომელთაგანაც პირველადი კვლევის შედეგად 5 მათგანის პასუხი დადებითია.

ნინო ნიჟარაძის თქმით მათ განმეორებითი კვლევა ესაჭიროებათ, იმისთვის, რომ დიაგნოზი დაუდასტურდეთ.

"გუშინდელი ინფორმაციით დამატებით 44 ნიმუში შევიდა, უკვე მოძიებული კონტაქტებიდან, მათ შორის 5 რჩება საყურადღებო, არის გადასამოწმებელი, საეჭვო დადებითი,რომელთა პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.დანარჩენის პასუხი არის უარყოფითი. ეს გახლავთ კონტაქტირებული პირები უკვე დადასტურებული ქობულეთის კლასტერიდან, მათი კონტაქტების რიცხვი უშუალოდ არ გაზრდილა.

მათი პირველადი კვლევით აქვთ დადებითი პასუხი, თუმცა სჭირდებათ განმეორებითი კვლევა, რომ ჩვენ მყარად ვთქვათ, რომ ისინი არიან კოვიდ ინფიცირებულები.

პროცესი გრძელდება. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირების ლაბორატორიული ნიმუში აღებულია და ყველა იქნება დიაგნოსტირებული"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით იკვეთება რამდენიმე სოფელი ქობულეთში, სადაც ამ კლასტერის კონტაქტირებული პირები იმყოფებოდნენ. 

"რამდენიმე სოფელი იკვეთება ქობულეთის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიებზე ვინც არის კონტაქტირებული ყველას აქვთ მიცემული მკაცრი თვითიზოლაციის წესები ან გადაყვანილი არიან საკარანტინე სივრცეში. დამატებითი ნიმუშებიდან რაც გუშინ იქნა აღებული არცერთი არ არის სამედიცინო პირი, პრაქტიკულად სამედიცნო პერსონალი არის უკვე გატესტილი ან მეთვალყურეობის ქვეშ"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში