BIAFF დასრულდა

26 სექტემბერი 2016, 00:00 3538 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებული ფილმები სამ სექციაში დაასახელეს. ფესტივალის გრან-პრი ფილმმა ''ზოოლოგია'' მიიღო. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში ''ლეთამ'' გაიმარჯვა, მხატვრული ფილმების სექციაში კი ფილმები ''რაუფი'' და ''სიყვარულის შეერთებული შტატები'' დააჯილდოვეს. საუკეთესო რეჟისურისთვის კი პრიზი ბულგარელ რეჟისორს გადაეცა ფილმისთვის ''უღმერთობა''. ფესტივალის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წელს სპეციალური პრიზი ანჟეი სლავიცკიმ მიიღო. წარდგენილი იყო 40 მოკლემეტრაჟიანი და ამდენივე სრულმეტრაჟიანი ფილმი. კინოჩვენებების პარალელურად, ბიაფის ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკალსები. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში