საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

11 აპრილი 2020, 12:42 2068 ნახვა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსი 56 ადამიანმა დაამარცხა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ქვეყანაში ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 233, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 56, მათ შორის გარდაცვლილი-3, კარანტინის რეჟიმში - 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები-3.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში