“ფონდმა ქართუმ“ ოფშორში აკუმულირებული 100 მლნ გადარიცხა - ხატია დეკანოიძე

11 აპრილი 2020, 18:10 1756 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი “გათეთრებული” და ოფშორიდან გადმორიცხული თანხაა.

ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებობს წყარო, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ „ფონდ ქართუს“ გადარიცხული 100 მილიონი ლარის ტრანზაქციებისა და წარმომავლობის გასაჯაროებას სთხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში