აჭარაში ე.წ ქობულეთის კლასტერიდან 18 ინფიცირებულია

11 აპრილი 2020, 21:25 3152 ნახვა

აჭარაში, ე.წ ქობულეთის კლასტერიდან ამ დროისთვის კორონავირუსი 18 პირს აქვს დადასტურებული. თავდაპირველად ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ბათუმის ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ის სოფელ გვარაში იყო სტუმრად.

მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა მის 5 კონტაქტს, ისინი ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

გუშინ, 10 აპრილს კი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი 6 მოქალაქეზე მიიღეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

რამდენიმე წუთის წინ, ''ქობულეთის კლასტერს'' კიდევ 6 დადასტურებული შემთხვევა შეემატა, მათ შორის ერთი 10 წლამდე ასაკის ბავშვია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს ის პირები არიან, რომლებზეც ზედამხედველობა მიმდინარეობდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ქობულეთის სამ სოფელში და ქალაქ ქობულეთის რამდენიმე უბანში.

თუმცა ინფიცირებულთა სია ამით არ სრულდება, სავარაუდოდ, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ბაღდათში დაფიქსირებული პირველი შემთხვევაც.

როგორც ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა მეუღლის ოჯახში, სოფელ გვარაში, სადაც ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთო ამ ოჯახის წევრია. ბაღდათის, სოფელ შუბანში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 ადამიანია, კარანტინში კი 2 პირია გადაყვანილი.

ქობულეთში კი 150 პირის ეპიდზედამხედველობა გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში