ვირტუალური ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელები მიიღებენ

12 აპრილი 2020, 11:25 2852 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ეროვნულ ლიგაში იძულებითი შესვენებაა. ეროვნული ლიგის გვერდის ინფორმაციით მალე ვირტუალურ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები მიიღებენ. „რამდენიმე დღეში სტარტს აიღებს ვირტუალური საფეხბურთო გათამაშება E ლიგა, სადაც ფიფა 2020-ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგის ფეხბურთელები იბრძოლებენ.

უგულშემატკივრე შენს გუნდს და საყვარელ ფეხბურთელს სახლიდან გაუსვლელად“, – წერია ელიგის ოფიციალურ ვებგევრდზე. ფიფა 20 ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ : ბათუმის „დინამო“ - ჯაბა ჯიღაური „საბურთალო“ - სანდრო ალთუნაშვილი ქუთაისის „ტორპედო“ - გიორგი ფანცულაია თბილისის „ლოკომოტივი“ - გიორგი მამარდაშვილი თბილისის „დინამო“ - გიორგი მოისწრაფიშვილი საჩხერეს „ჩიხურა“ - ლუკა კიკაბიძე თბილისის „მერანი“ - გიორგი კახელიშვილი „სამტრედია“ - ზურაბ ღირდალაძე „თელავი“ - ირაკლი რუხაძე ამ დროისთვის მხოლოდ გორის ,,დილას’’ არ დაუსახელებია ფეხბურთელი რომელიც ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ვებგვერდის ცნობით, ყველა მატჩის ლაივ რეპორტაჟი იგეგმება და ყველა შეხვედრას ქართულენოვანი კომენტატორი წაიყვანს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში