ბლოკ-პოსტები, სამხედროები და პოლიცია ქვეყნის კიდევ ერთ წითელ ზონაში

12 აპრილი 2020, 15:06 1834 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და იქედან გამომდინარე, რომ ქობულეთში ფიქსირდება დიდი კლასტერი და შიდა გადაცემის შემთხვევები, ეს ოთხი ადმინისტრაციული ერთეული ისივე როგორც, ბოლნისი, მარნეული და ლენტეხი ჩაიკეტება.

შესვლა/გამოსვლა გაკონტროლდება ძალოვანი უწყებების მიერ, მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა შეუძლია მხოლოდ პროდუქტის ან მედიკამენტის შესაძენად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად. სოფლების ყველა მოსახლეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი და შემდგომ ეტაპებზე ტესტირებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში