ვირუსის სიმპტომებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოიყვანეს

12 აპრილი 2020, 15:09 1257 ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი გადმოიყვანეს.პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს, ინფიცირებული ქალი კი მანამდე აფხაზეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის სურვილი გამოთქვეს.12 აპრილის მონაცემებით, ჯამში, აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტია გადმოყვანილი, მათგან ერთი ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  95 წლის ქალს უკავშირდება, რომელიც იმავე შენობაში ცხოვრობს, სადაც დანარჩენი ორი ინფიცირებული.მედიის ცნობით, ქალმა საავადმყოფოში გადაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში