ქობულეთის კლასტერიდან ინფიცირებული საავადმყოფოს თანამშრომელია

12 აპრილი 2020, 16:03 5986 ნახვა

ქობულეთის საავადმყოფოში მომუშავე ერთ-ერთ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა, როგორც იცით ამავე საავადმყოფოში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტში პირველი ინფიცირებული. შიდა გავრცელებისა და კლასტერის გაფართოების გამო, ვირუსის პრევენციის მიზნით.

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა წითელ ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ, სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ პროდუქტის ან მედიკამენტის საყიდლად, ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში