შეხვედრა ამომრჩეველთან

26 სექტემბერი 2016, 00:00 3020 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართა. ზურაბ პატარაძემ ოჩხამურისა და თიკერის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილ პროქტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ზურაბ პატარაძე ქობულეთის სავაჭრო ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში