სააღდგომო ღვთისმსახურება კომენდანტის საათის დროს ჩატარდება

12 აპრილი 2020, 18:24 1735 ნახვა

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს, არის ის თუ როგორ ჩატარდება აღდგომის სადღესასწაულო ლიტურღია, ლიტანიობა შაბათს ღამით უნდა გაიმართოს მაგრამ ქვეყანაში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს და გარეთ ყოფნა ამ დროს დაუშვებელია გარდა ამისა, აკრძალულია სამზე მეტი პირის შეკრება.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ საკითხზე მთავრობასთან ერთად მუშაობენ და წირვები აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ მხოლოდ დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი თუ ზუსტად რა ფორმით გაიმართება საეკლესიო მსახურება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში