მკაცრი კარანტინი ქობულეთის სოფლებში

12 აპრილი 2020, 20:11 2520 ნახვა

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა-ქობულეთის ოთხი სოფელი მკაცრ  საკარანტინე ზონად გამოცხადდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ოთხივე სოფლის ყველა გადასასვლელი გაკონტროლებულია პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ.

შეზღუდვები წესდება ყველა გამომსვლელ პირზე, თუ არ იქნება დისტრიბუციისა და სხვა სპეციალური დანიშნულების გადაადგილება. სოფლებში შესვლა აიკრძალა  მედიისთვისაც. ამიტომაც ჩემი კოლეგები ამ დროისთვის ინფორმაციას სოფლების მისადგომებთან განთავსებულ ბლოკ-პოსტებთან იღებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში