ქობულეთში 1608 პირს თერმოსქრინინგი ჩაუტარდა, 305 კონტაქტის კონტაქტს აკვირდებიან

12 აპრილი 2020, 20:49 1635 ნახვა

ქობულეთში 1608 პირს თერმოსქრინინგი ჩაუტარდა, ეპიდემიოლოგები 305 კონტაქტის კონტაქტს აკვირდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

"ქობულეთის საკარანტინე და თვითიზოლაციის ზონიდან, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ყველა შესაძლო კავშირი და ამ კონტაქტების კონტაქტი შესწავლილია. ჯამში 101 იყო, ახლა კი 305 ადამიანია. ყველა თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი.

განსაკუთრებით დამატებითი რეჟიმი იქნა შემოღებული ქობულეთისთვის რამდენიმე სოფელში, ამ კარანტინის ფარგლებში შეიქმნა დამატებითი სამედიცინო ჯგუფები, დაახლოებით 10 ბრიგადა იყო განაწილებული თერმოსქრინინგისთვის.

1608 ადამინს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი, ვეკითხებოდით რაიმე ტიპის ჩივილები ხომ არ ქონდათ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ამ ინფექციასთან და მხოლოდ 13-მა მათგანმა აღნიშნა, რომ ხველა ან სხვა სიმპტომები ქონდათ და არა ტემპერატურა, ამიტომ მათზე დამყარდა დამატებითი მეთვალყურეობა" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში