საგანგებო მდგომარეობა და დახურული სასამართლო პროცესები - განცხადება

13 აპრილი 2020, 14:34 1608 ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებითვის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასამართლოს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: რომელშიც წერია, რომ პრეზიდენტის დეკრეტი, ისევე როგორც საბჭოს რეკომენდაცია არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველს და სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა.

ამავდროულად, მოსამართლეთა მიერ დაწესებული შეზღუდვებით არსებითად ილახება იმ პირთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაც, როლებიც დაინტერესებული არიან საქმის განხილვაზე დასწრებით.კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს: სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და სრულად არ შეიზღუდოს პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში