"პირველ რიგში უნდა გავიაროთ კონსულტაცია ეკლესიასთან" - ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2020, 21:50 1325 ნახვა

ირაკლი კობახიძე გადაცემა თავისუფალ სივრცეში ამბობს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე, რადგანაც უკავშირდება რწმენის თავისუფლებას, პირველ რიგში აუცილებლად მიიჩნევს ეკლესიასთან კონსულტაციების გავლას.

"ჩვენ ბუნებრივია პირველ რიგში უნდა გავიაროთ კონსულტაცია ეკლესიასთან, რომლისთვისაც ეს არის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხი, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის ვინც თავს მივეკუთვნებით მართლმადიდებელი ეკლესიას, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ მეორე მხრივ დგას ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა-" განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რის შედეგადაც იმედოვნებენ, რომ იქნება მიღებული მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

ასევე თქვე, რომ საპატრიაქოსთან ყოველდღიური კონსულტაციების გათვალისწინებით დაიგეგმება, თუ როგორ მოხდება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში