აჭარაში კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა, მათგან ორი არასრულწლოვანია

14 აპრილი 2020, 10:24 2333 ნახვა

აჭარაში დღეს კიდევ 4 საეჭვო პირის პასუხს ელოდებიან. გუშინ ღამით კი ვირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა, ახალ შემთხვევებს შორის არის დედა-შვილიც, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვილი 9 თვისაა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია ერთი 5 წლამდე, მეორე კი 10 წლამდე ასაკის ბავშვი.

"ხუთივე ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის. ისინი თვითიზოლაციაში მყოფი პირებია, რომლებზეც ეპიდზედამხედველობა ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე ე.წ ქობულეთის კლასტრეიდან 25 დადასტურებული შემთხვევა გვყავს"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებულები ბათუმში კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მედიკოსები რამდენიმეს მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ  გრძელდება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 350-ზე მეტი კონტაქტების შესწავლა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში