საქართველოში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა 

14 აპრილი 2020, 10:43 2180 ნახვა

covid-19 დაუდასტურდა სასულიერო პირს, რომელიც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა ხველა და მაღალი ტემპერატურა. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. 

მაკა სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებულები არიან სასულიერო პირის ოჯახის სხვა წევრებიც. 

„სასულიერო პირისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზი დადასტურებულია. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი გადაედო დისგან, რომელიც არის მედდა. არ ვიცი რომელს რომლისგან გადაედო. ამის დადასტურების არანაირი არგუმენტი არ არის. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს. ოჯახიდან სულ სამი წევრია მოთავსებული. რომელს რომლისგან გადაედო. წყარო ჯერ ცნობილი არ არის, ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური მიხედავს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

სასულიერო პირის თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა. 

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი სასულიერო პირის დაა, რომელიც თბილისის მედიცინის ინსტიტუტში მუშაობდა. ის მედდა. ვირუსი კი 12 აპრილს დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 24 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახალდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში