ონლაინ სამსახურის უფროსს ახალი ამბების მომზადების უფლება ჩამოართვეს

14 აპრილი 2020, 11:59 1980 ნახვა

კიდევ ერთი ცვლილება  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ამჯერად მაუწყებლის დირექციამ შექმნა საინფორმაციო სამსახურის დებულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ონლაინ სამსახური , რომელიც აქამდე დამოუკიდებელი იყო, დაექვემდებარა ახალი ამბების რედაქციას და მას    ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ვებ-გვერდს   ახალი ამბების მიმართულებით ჟღენტის ნაცვლად ნინო ხაჟომია უხელმძღვანელებს.

სოფო ჟღენტი ამ ფაქტს მის მიმართ დევნად აფასებს. ამბობს, რომ დაირღვა მისი როგორც დასაქმებულის უფლება, ვინაიდან დირექციამ მისი შრომითი ხელშეკრულება მასთან შეუთანხმებლად შეცვალა.

ამ დრომდე არ იცის სოფო ჟღენტმა რა ფუნქციას შეასრულებს ონლაინ სამსახურში. დირექტორის ამ გადაწყვეტილებას კი სასამართლოში გაასაჩივრებს. რაც შეეხება ადმინისტრაციას, დირექტორის თანაშემწე ამბობს, რომ პიარი და გაძლიერება ვებ პლატფორმას შემოქმედებითი გადაცემების მიმართულებითაც სჭირდება და სოფო ჟღენტის რესურსს ამ მიმართულებით გამოიყენებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში