„ქობულეთი ტექსტილის" თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 აპრილი 2020, 18:35 1997 ნახვა

​აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ქობულეთი ტექსტილის" ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზაალ მიქელაძის თქმით ახალგაზრდას ტესტი 8 აპრილს ჩაუტარეს და პასუხი დადებითი იყო, დედა რომელიც საწარმოში იყო დასაქმებული 10 აპრილს გამოიკვლიეს. სამინისტროში ამბობენ, რომ კვლევამ დედის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ოჯახი დღემდე თვითიზოლაციაში რჩება.

უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მას სიმპტომები შემდგომ დღეებში გამოუვლინდება ქალს განმეორებით შეამოწმებენ. "აჭარა ტექსტილის" დირექტორის განმარტებით,დასაქმებულ ქალს საწარმოში აპრილში საერთოდ არ უვლია. საწარმო კი 2 აპრილიდან დახურულია.

"პირბადეები დღე-დღეობით თამარის დასახლებაში იკერება, სადაც 300 თანამშრომელია დასაქმებული. დასაქმებულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო გადაადგილება უჭირდათ, ამიტომ საწარმო თამარის დასახელბაში გადმოვიტანეთ. ქარხანაში დასაქმებულების უსაფრთხოება დაცულია"- განაცხადა გია ლომინაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში