ამსტერდამიდან საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით ჩამოფრინდნენ

14 აპრილი 2020, 21:44 1576 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან, სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 184 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან ​მცირეწლოვნები, ორსულები, და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთაც ბორტზე საგანგებოდ აღჭურვილი ქართველი ექიმების ჯგუფი მეთვალყურეობდა.

ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრები აეროპორტის შენობაში გაივლიან სქრინინგს. თუ, რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიპტომები, გადაყვანილი იქნება კლინიკაში.

არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში