ვის არ შეეზღუდება ბათუმში შესვლა და გამოსვლა 

15 აპრილი 2020, 10:34 6158 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, დღეს 21:00 საათიდან თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. 

მთავრობის დადგენილებით შეზღუდვა არ შეეხება:

➤ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
➤ საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
➤ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
➤ ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
➤ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
➤ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
➤ სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
➤ მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
➤ სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
➤ საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
➤ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
➤ საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დადეგნილების თანახმად, მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. ასევე, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.“

მთავრობის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერი აწერს და იგი 14 აპრილით თარიღდება.

მთავრობის დადგენილების აღსრულებას შსს-ს ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში