აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით ყველა ბლოკპოსტზე ზომები გამკაცრდება

15 აპრილი 2020, 10:27 2090 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით გამკაცრდება ზომები ყველა ბლოკპოსტზე. თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გუშინ გვიან ღამით გააკეთა, მისი  თქმით, შეზღუდვა პირველ რიგში მოქალაქეების უსაფრთხოების გამო დაწესდა და მკაცრი ზომები მხოლოდ ფიზიკურ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, რათა შეიზღუდოს ინტენსიური გადაადგილება.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ტვირთბრუნვა, როგორც სარფის საბაჟოდან სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში, ასევე ბათუმის პორტში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში