ბიზნესისა და სოციალური ჯგუფებისთვის დახმარების პაკეტები ზუსტდება - რომან კაკულია

15 აპრილი 2020, 16:58 1553 ნახვა

დღეს, 15 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტული ბიზნეს მიმართულებების დასახელებისგან თავს იკავებენ, მიმდინარეობს მსჯელობა რომელ სფეროს რა თანხით დაეხმარებიან და ასევე როგორი იქნება სოციალური დახმარების პაკეტი, რომელსაც მოქალაქეებს შესთავაზებენ. 

მისივე განმარტებით, საბჭოს მუშაობის ფორმატში აღნიშნული საკითხების დაზუსტება მოხდება. დასახელებული თანხა და პროგრამა კი აღარ შეიცვლება.  

''გარკვეული ბიზნეს მიმართულებების არ დასახელება დახმარებისთვის, ეს სტრატეგიის არ ქონას არ ნიშნავს, ეს ჩვენი სტატეგია, რომ დავასახელოთ მაშინ, როცა ამის დრო იქნება. ეფექტურად გამოვიყენოთ თანხა, რომელიც ამ სექტორის დასახმარებლად იქნება საჭირო.

მოვა კონკრეტული დრო, როცა მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ციფრის დასახელება, რომელიც შემდეგ აღარ უნდა შეიცვალოს. 

უნდა დაზუსტდეს დახმარების პაკეტები, გარდა იმისია რაც უკვე დავასახელეთ, საუბარია კომუნალური გადასახადების დაფარვაზე. მალე გავარკვევთ, ყველა სოციალური ფენა რა დახმარებას მიიღებს. დღეს გამართული შეხვედრა ამის დაზუსტებას ემსახურება. ჯერ ფინანსური კრიზისი არ გვაქვს, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. აქ მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები ოდნავ შეზღუდულია და მთელი წნეხი ფისკალურზე გადადის.

ეს საბჭო საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს ოთხი ძირითადი მიმართულებით გასცემს პასუხს. პირველი რა არის ის ძირითადი თანხა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, როგორი იქნება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის სახელმწიფოს დახმარება და პოლიტიკა, როგორ იქნება ვაჭრობასთან დაკავშირებული სისტემა და ბიზნესის როგორი სპექტრი შენარჩუნდება სამომავლოდ. ამაზე ცოტა მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. როგორი იქნება ბიზნესის რუკა და პრიორიტეტებმა რა ტიპის ცვლილებები შეიძლება განიცადოს'' - ამბობს რომან კაკულია. 

პრემიერი მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში