ქობულეთში ხანძარია, ცეცხლის ჩაქრობას 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

15 აპრილი 2020, 17:18 9324 ნახვა

ქობულეთში ხანძარია, ცეცხლი შემოვლითი გზის მიმდებარედ ეკალ-ბარდებსა და კრიპტომერიის ძირებს უკიდია. მეხანძრე მაშველები ამ დრომდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. თუმცა არსებული ინფორმაციით პროცესს ქარი აფერხებს.

ბათუმიდან ქობულეთში ხანძრის ჩასაქრობად გაიგზავნა 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი დაახლოებით 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა და 40-მდე მეხანძრე-მაშველი.

უწყების განმარტებით ცეცხლის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტზე ან ტყეზე არ არის. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში