ვითარება ქობულეთის სოფლებში - კარანტინის მეოთხე დღე

15 აპრილი 2020, 20:15 1998 ნახვა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 69 გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა, კიდევ სამ პაციენტს კორონავირუსი საზღვარგარეთ დაემართათ, მაგრამ ახლა საქართველოში იმყოფებიან. მედიკოსების თქმით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ისინი მართვად სუნთქვაზე იმყოფებიან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქობულეთის ოთხ სოფელში მეოთხე დღეა გამკაცრებული საკარანტინო პირობებია.  საპატრულო პოლიცია და თავდაცვის ძალები  ტერიტორიაზე შესულ მანქანებს მკაცრად, ბინადრობის და საგანგებო საშვების მიხედვით ამოწმებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში