კოვიდ ვითარება აჭარაში

09 ოქტომბერი 2020, 14:48 1844 ნახვა

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის სულ 527 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 190 აჭარაში.  რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდ დადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში მკურნალობას გადის: კოვიდ კლინიკებში - 512 პაციენტი, 12 არასრულწლოვანი, 21 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 39 პაციენტი. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 104-ს. კოვიდ სასტუმროებში კი 878 პირი რჩება, მათ შორის არასრულწლოვანი - 95. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში