სამასამდე საქართველოს მოქალაქე საქართველოში დაბრუნებას ითხოვს

15 აპრილი 2020, 20:33 1917 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას კვიპროსიდან დაუკავშირდნენ. სამასამდე საქართველოს მოქალაქე საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ქეთი მარგალიტაძე აცხადებს, რომ კვიპროსში  ოჯახის 9  წევრთან ერთად იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მისივე თქმით, ბილეთის ფასი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები საკითხს  შეისწავლიან და საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში