"მცირე ეკლესიებში ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება, დიდებში დისტანციით"- ირაკლი ჩიქოვანი

15 აპრილი 2020, 21:11 1905 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,"საპატრიაქოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაირღვევა კანონი, ყველა ტაძარში დაცული იქნება სოციალური დისტანცია.

"ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები. ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინიტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს, მინიმუმ 2 მეტრის დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში უნდა იყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში