სასაფლაოებზე 10 დღის ვადით შეზღუდვები წესდება

15 აპრილი 2020, 21:26 1496 ნახვა

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, შეზღუდვები სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება.

„17 აპრილიდან 10 დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. და ბოლოს, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კონკრეტულად, რა სახის შეზღუდვები დაწესდება, ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 10 მაისამდე გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში