სასაფლაოზე თუ არ გავალთ ამით არაფერი დაირღვევა

15 აპრილი 2020, 21:42 1724 ნახვა

აპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არაა საეკლესიო კანონით გათვალისწინებული და არაფერი არ დაირღვევა, თუ მოსახლეობა არ გავა საფლავებზე.

"აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა. არაფერი არ ირღვევა თუ აღდგომას და მომდევნო დღეებში, შეზღუდვების გათვალისწინებით, არ გავალთ საფლავზე. მადლობა ღმერთს, რომ აღდგომას არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ვფქირობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი", — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში