თუ ასეულ შემთხვევებს არ გადავაჭარბებთ და ზომიერი მატება გვექნება პრობლემის დაძლევას შევძლებთ - მარინა ეზუგბაია

16 აპრილი 2020, 11:08 1301 ნახვა

საქართველოში უკვე მეორედ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთდროულად 30-ით გაიზარდა და 336 მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით თუ შემთხვევათა რაოდენობის ზომიერი მატება იქნება ისინი ამ პრობლემას დაძლევენ.

"30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, უკვე მეორედ გვაქვს ასეთი მატება, თუმცა ამ შემთხვევებს შორის გვქონდა გარკვეულწილად მცირე რაოდენობით მატებაც. თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება და ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ დავძლიოთ პრობლემა. თუ ასეთი ზომიერი მატება გაგრძელდება, ეს ჩვენთვის ალბათ დასაძლევი პრობლემაა"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ 30 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო დადგენილი არ არის, მიმდინარეობს კვლევები მათი კონტაქტების მოსაძიებად

ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 37 პაციენტია, მათ შორის 2 ძალიან მძიმეა, 7-ს კი პნევმონია აქვს. სტაბილურია 9 თვის ბავშვის და მოზარდების მდგომარეობაც.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ რამდენიმე რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანას ერთდროულად მხოლოდ 853 მძიმე პაციენტის მკურნალობის რესურსი აქვს.

"853 პაციენტი სისტემაში ერთდროულად რომ მოხვდება ეს სისტემას მთლიანად ბლოკავს და მომდევნო 854-ე პაციენტისთვის ის სუნთქვის აპარატი მზად ვეღარ იქნება"-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა პრევენციის მიზნით დადგენილ წესებს არ დაემორჩილება, დაახლოებით 1 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, არც ჯანდაცვის სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში