საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა

16 აპრილი 2020, 10:05 1202 ნახვა

საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა.

ინფიცირებულთაგან 31  ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.  აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 2 293 ადამიანი დაიღუპა და 27 110 დაინფიცირდა. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 28 326-ს მიაღწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში