კორონავირუსი და შეცვლილი საეკლესიო წესები

16 აპრილი 2020, 17:43 1308 ნახვა

ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხალთის ეპარქიის წინამძღვარი აღდგომის ღამის წირვასთან დაკავშირებით. ხულოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მეუფე სპირიდონი უკვე რამდენიმე საათია წირვას ატარებს, მედიისთვის კომენტარი კი არ გაუკეთებია.  მას შემდეგ რაც საპატრიარქომ გადაწყვეტილება შაბათის ღამისთევის წირვა მრევლთან ერთად ჩაატაროს, პირველად ისტორიაში  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ   უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია აღდგომის ღამეს 19 აპრილს არა ღამით, არამედ დილის 7 საათიდან დაიწყება.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში