ხვალიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

16 აპრილი 2020, 20:41 4237 ნახვა

17 აპრილის დღის 12:00 საათიდან,  21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციაზე. ჩვეულებრივ იმუშავებენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ე.წ. დილივერი სერვისები.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები თუ ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ადგილზე მიწოდების სერვისები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში