ბათუმში, ივანე მესხის ექვს ნომერში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ

16 აპრილი 2020, 20:38 2312 ნახვა

ბათუმში, ივანე მესხის ექვს ნომერში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ასლან აბაშიძის მიერ აშენებული თხის ფერმის შენობაში რამდენიმე ოჯახი წლების წინ თვითნებურად შესახლდა. აქ მცხოვრებნი თავს დღიური სამუშაოთი და თურქეთის რესპუბლიკაში მუშაობით ირჩენდნენ. პანდემიის გამო, მათ ახლა სამუშაო არა აქვთ.  ისინი ვერც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ, ამიტომ ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავენ და საკვები პროდუქტებით დახმარებას ითხოვენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში