კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით აჭარაში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა - ეკატერინე ტიკარაძე

17 აპრილი 2020, 00:57 4373 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით აჭარაში კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საუკეთესო მდგომარეობაა. განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინა ბათუმში გააკეთა. მინისტრმა რეგიონში ის საავადმყოფოები მოინახულა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში არიან ჩართული. მოგვიანებით კი აჭარის მთავრობაში შეხვედრა გამართა.

​„აჭარაში არის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, როგორც პაციენტების მართვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული მზაობითაც. მაგრამ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არ არის საკმარისი. გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონი არის საკმაოდ დიდი და ის გარკვეულწილად მოიცავს ასევე გურიის რეგიონის მართვასაც, ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალურად ვიცოდეთ აქ მიმდინარე პროცესების შესახებ. აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს ვიზიტი დასავლეთ საქართველოში. გავეცანით თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იმისთვის, რომ მეტად გაიმართოს"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა საკარანტინო ზონების მობილიზებასა და იქ კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ დიდი ხანია ვაანონსებთ იმ საკარანტინო ზონების მობილიზებას, სადა იქნება მართული იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილზე უკეთესი იქნება, თუმცა მათ ექნებათ დადასტურებული კოვიდი. მნიშვნელოვანია ასეთი ფართების მოწესრიგება საკარანტინო ზონებში, ასევე მობილიზება ოჯახის ექიმების და თერაპევტების, რათა ადგილზე მოხდეს დაკომპლექტებული ბრიგადების შერჩევა, დატრენინგება, შესაბამისი განმარტებების მიცემა. რათა როცა იქ გადავიყვანთ პაციენტებს არ მოხდეს გარკვეული ხარვეზები ინფექციის გავრცელების კუთხით და არ მოხდეს პაციენტების მდგომარეობის დამძიმება"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში