კარანტინის დარღვევისთვის ლუკა იოვიჩს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17 აპრილი 2020, 12:01 1744 ნახვა

მადრიდის ,,რეალის’’ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი უსიამოვნებაში გაეხვა. ბალკანური გამოცემების ინფორმაციით იოვიჩი კარანტინის დარღვევისთვის ბელგრადის პროკურატურაში დაიბარეს.

მოწმეების ჩვენების მიხედვით ფეხბურთელი ბელგრადის ქუჩებში შენიშნეს, როდესაც ის კარანტინში უნდა ყოფილიყო.

ლუკა იოვიჩმა ესპანეთში საგანგებო სიტუაციის დროს სერბეთში გაემგაზავრა და ,,რეალის’’ მესვეურების გულისწყრომაც დაიმსახურა. საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის იოვიჩს მინიმუმ 1 275 ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სერბი თავდამსხმელის განცხადებით, ის ბელგრადში ჩასვლის შემდეგ მხოლოდ მაღაზიაში იყო ჩასული. ამბობს, რომ არ იცოდა თუ წესებს არღვევდა.

სხვადასხვა გამოცემების მიხედვით იოვიჩმა კარანტინი მეგობარი გოგოს დაბადების დღის გამო დაარღვია. უკვე წაუყენეს ბრალი სერბ ფეხბურთელს ალექსანდრ პრიოვიჩს, რომელსაც სერბეთის პროკურატურა კომენდანტის საათის დარღვევას და კორონავირუსის გავრცელებას ედავება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში