ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მონაცემები შეცვალა

17 აპრილი 2020, 14:19 1352 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უჰანის ხელისუფლებამ, რომელიც ახალი კორონავირუსს გავრცელების  ეპიცენტრად მიიჩნევა, ეპიდემიის დროს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დააკონკრეტა.  ახალი მონაცემებით,  ქალაქში  ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 1290  ადამიანით გაიზარდა და 3 869 შეადგინა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 325-ით გაიზარდა და 50 ათას 33 ადამიანს მიაღწია.  სულ ჩინეთში დეკემბერში ეპიდემიის დაწყების შემდეგ 4 ათას 632 ადამიანი გარდაიცვალა და დაავადების 82 ათას 692 შემთხვევა დაფიქსირდა.  

მონაცემთა შეცვლა გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის დროს გადატვირთული იყო და ბევრი პაციენტი კორონავირუსზე ტესტირებამდე გარდაიცვალა. ექიმები ეპიდემიის პიკზე პაციენტების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ,   რამაც დაგვიანებული, გამოტოვებული და მცდარი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია.

მონაცემთა შეგროვება გაართულა იმანაც, რომ  პაციენტებს სხვადასხვა დაქვემდებარების  მრავალრიცხოვან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ.  ასე განმარტავს ოფიციალური პეკინი  მონაცემთა ბაზის განახლებას.  

მანამდე ვაშინგტონმა არაერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება და მას ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ რეალური სურათის    დამალვაში დაადანაშაულა, რამაც დონალდ ტრამპის თქმით,  ხელი შეუწყო  მთელ მსოფლიოში  კოვიდ-19-ის პანდემიის გაჩენას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში