ონლაინ ვაჭრობა პრიოტირეტული ხდება

17 აპრილი 2020, 17:36 1509 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან სახელმწიფო დაიწყებს ონლაინვაჭრობის კომპანიებს შემოწმებას და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პრიორიტეტი ბიზნესის თვალსაზრისით ონლაინ ვაჭრობა იქნება. 

"ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის, იმ მომენტისთვის როცა დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებას იქნება ონლაინვაჭრობა. შემდეგ კვირაში პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როცა დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ საშუალება უსაფრთხო საქმიანობის" განაცხადა მინისტრმა

მინისტრის განცხადებით, საქართველო დღეს ახალი გამოწვევების წინაშე და ძალიან კრიტიკულ ეტაპზეა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

"მინდა განმარტებები გავაკეთო ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კრიტიკულ ეტაპზე. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადამწყვეტი ზომებიც" 

მინისტრმა განმარტა, რო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესი და სხვა სექტორები ვერ განაახლებენ მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში