პური და პასკა უფასოდ - საქველმოქმედო აქცია

17 აპრილი 2020, 18:35 4000 ნახვა

ბათუმში  პურ-ფუნთუშეულის რამდენიმე საცხობში პურისა და პასკის მოქალაქეებზე საჩუქრად გადაცემის აქცია დაიწყო. აქცია აღდგომის დღესასწაულამდე დაიგეგმა.   „ მეამა“  მსურველებს საჩუქრად ორ პურს ან პასკას  ჩუქნის. მეპატრონე აცხადებს, რომ ქველმოქმედება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. 

გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე კი ამბობს, რომ  მას დღის განმავლობაში გასაყიდი პურის საფასური უცნობმა ქალმა წინასწარ გადაუხადა და მცხობელს კი თხოვა, რომ პური მსურველებისთვის უფასოდ მიეცა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში