რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან - ვლადიმერ კონსტანტინიდი

18 აპრილი 2020, 12:41 1348 ნახვა

რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან და ძალისხმევა მიმართოს არა დეზინფორმაციის გავრცელებაზე, არამედ მთელი მსოფლიოსათვის საშიშ დაავადებასთან რეალურ ბრძოლაზე, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ზახაროვამ განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში