CNN- ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება 

18 აპრილი 2020, 15:06 1732 ნახვა

ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმსახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს. სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი სადაც  აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

გავლენიანი მედიასაშუალება იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის დაჟინებულობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რაც სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა განახორციელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში