საქართველოში წმინდა ცეცხლი ჩამოიტანეს

18 აპრილი 2020, 23:21 1840 ნახვა

სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა. თვითმფრინავში სასულიერო პირები იმყოფებიან, რომლებიც წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.

სასულიერო პირებთან ერთად აღნიშნული სპეცრეისით საქართველოში ისრაელიდან 152 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

ისრაელში, საქართველოს საელჩოში გამოსამგზავრებლად სულ 580 პირია რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში