საქართველოში ისრაელიდან 154 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა

19 აპრილი 2020, 11:53 1454 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა თელავივი - თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში