394 ინფიცირებული, 86 გამოჯანმრთელებული, 4 კი გარდაცვლილი - COVID 19 საქართველოში

19 აპრილი 2020, 11:57 2001 ნახვა

გუშინ ბათუმის კლინიკა "მედალფაში" კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. იგი კლინიკაში 8 აპრილიდან მკურნალობდა, 13 აპრილიდან კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. განცხადება კლინიკის რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთაძემ გააკეთა.

პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი 70 წელს გადაცილებულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით ამ პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში