„დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში“ - პაატა იმნაძე

19 აპრილი 2020, 11:59 3295 ნახვა

მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროცესში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

ამასთან, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. „დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში“, – აცხადებს პაატა იმნაძე. ექიმების ვიდეორგოლს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში