აჭარაში COVID-19-ზე 9 მოქალაქის ანალიზის პასუხს ელოდებიან 

19 აპრილი 2020, 18:05 1783 ნახვა

დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა კიდევ 3-მა  პაციენტმა დატოვოს. კლინიკური დირექტორის განცხადებით რამდენიმე საათში გახდება ცნობილი  გამოჯანმრთელდა თუ არა კოვიდ ინფექციისგან მათ კლინიკაში მყოფი 3 პირი.

„მედალფაში“ ამ დროისთვის 39 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს. სამწუხაროდ აჭარაში გუშინ პირველი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.ის 73 წლის ქალი იყო. საქართველოში კი ვირუსს ჯამში 4 ადამიანი ემსხვერპლა.დღეს აჭარაში საეჭვო სიმპტომების მქონე  9 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში