მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბათუმის ყველა მოქმედ ტაძარში ხვალ 12 საათზე დაიწყება

19 აპრილი 2020, 18:16 2068 ნახვა

მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბათუმის ყველა მოქმედ ტაძარში ხვალ 12 საათზე დაიწყება. საფლავებზე გასვლის ტრადიციას წელს ქრისტიანები ვერ შეასრულებენ. მთავრობამ ათი დღით  საქართველოს მასშტაბით სასაფლაოები ჩაკეტა. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია იცავს. პოლიციის წარმომადგენლები, სასაფლაოებთან მისვლის მსურველებს გააფრთხილებენ და უკან დააბრუნებენ.

რეგულაცია დროებითი, მთავრობამ გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღო. ქრისტიანული წესის მიხედვით,  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მეორე დღეს, ორშაბათს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად სასაფლაოებზე მიდიან. მიაქვთ პასკა და კვერცხი. აღნიშნული შეზღუდვა 17 აპრილიდან მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში