საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის მორიგი 139 ფაქტი

20 აპრილი 2020, 10:30 1347 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის მორიგი 139 ფაქტი.   ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ჯარიმა 19 მოქალაქეს გამოეწერა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 35 პირი დაჯარიმდა. შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში