ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული

20 აპრილი 2020, 10:47 1718 ნახვა

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე,  სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. იარაღით გასროლის ფაქტს მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის  ნიკა მელიას ინფორმაციით,  იარაღი შსს-ს თანამშრომელმა ისროლა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში